ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში ცვლილებებია, ტრავმირებული დინ ჰუისენის ნაცვლად ლუის დე ლა ფუენტემ "ატლეტიკ ბილბაოს" ემერიკ ლაპორტის უხმო. ინფორმაცია ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა.
"რეალის" 20 წლის ფეხბურთელმა შეკრება კუნთების ტრავმის გამო დატოვა. რაც შეეხება ლაპორტის, მას ესპანეთის ნაკრებში 40 თამაში აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 2 გატანილი გოლია.
ესპანეთის ნაკრებს დინ ჰუისენის გარდა საქართველოს წინააღმდეგ ლამინ იამალი, როდრი, ნიკო უილიამსი და ფაბიან რუსიც ვერ დაეხმარებიან. შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და საქართველოს მატჩი 11 ოქტომბერს ელჩეში 22:45 საათზე გაიმართება.







