სერია A-ს პრეზიდენტი ლუიჯი დე სიერვო ადრიენ რაბიოს კომენტარს გამოეხმაურა, რომელმაც გააკრიტიკა გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ სერია A-ს მატჩი „მილანსა“ და „კომოს“ შორის ავსტრალიაში უნდა გაიმართოს.
როგორც დე სიერვომ თქვა, რაბიოს მილიონებს ფეხბურთის თამაშში უხდიან:
„ის, ისევე, როგორც ყველა ფეხბურთელი, რომლებიც მილიონობით ევროს შოულობს, ივიწყებს, რომ მათ რაღაცისთვის, კერძოდ, ფეხბურთის სათამაშოდ უხდიან. მან მეტი პატივისცემა უნდა გამოიჩინოს თავისი დამსაქმებლის, „მილანის“ მიმართ, რომელიც დათანხმდა მატჩის საზღვარგარეთ ჩატარებას“, - თქვა დე სიერვომ.
შეგახსენებთ, რომ ისტორიაში პირველად სერია A-ს მატჩი იტალიის საზღვარს მიღმა ჩატარდება.