ფეხბურთი

20:32 | 8.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

შჩესნი: "იმედი მაქვს, ჟოან გარსია მალე გამოჯანმრთელდება და "კლასიკოში" თამაში არ მომიწევს"

„ბარსელონას“ მეკარემ ვოიცეხ შჩესნიმ განაცხადა, რომ ჟოან გარსიას სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს და იმედოვნებს, რომ „ელ კლასიკოში“ სწორედ ესპანელი მეკარე ითამაშებს.

„ჟოანს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და იმედი მაქვს, რომ „კლასიკოში“ თამაში არ მომიწევს. ვფიქრობ, ისი დიდი პოტენციალის მქონე ბიჭია. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ აქ პირველი ნომრობისთის კონკურენცია არ იქნება. მატჩისთვის ჩემი მზადება არ არის დამოკიდებული იმაზე, ვითაშებთ თუ არა, ნებისმიერ მომენტში მზად უნდა ვიყო“, - თქვა შჩესნიმ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ პირველი მეკარე ჟოან გარსიაა, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია. ამიტომაც, ბოლო მატჩებში „ბლაუგრანას“ კარს პოლონელი მეკარე იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.161718