მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი ჰარი კეინი სავარაუდოდ, ინგლისის ნაკრების უახლოეს მატჩს გამოტოვებს.
ინგლისელმა ფორვარდმა ვარჯიში მცირე დაზიანების გამო ვადაზე ადრე დატოვა. ტრავმა უმნიშვნელოა, მაგრამ ინგლისის ნაკრების სამედიცინო სტაფი არ გარისკავს და ალბათ, ჰარის უელსთან ამხანაგურ მატჩში მოედანზე გასვლა არ მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ ჰარი კეინი ინგლისის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირია 109 მატჩში გატანილი 74 გოლით.