ფეხბურთი

21:55 | 8.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ვილიარეალი" - "ბარსელონას" მატჩი მაიამიში ჩატარდება

ახლა უკვე ოფიციალურად დადასტურდა: ლა ლიგის მატჩი „ვილიარეალსა“ და „ბარსელონას“ შორის მაიამიში გაიმართება.

ცნობა ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა დაადასტურა. შეხვედრა 20 დეკემბერს გაიმართება და ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ლა ლიგის შეხვედრა ესპანეთის ტერიტორიაზე არ ჩატარდება.

ამრიგად, გიორგი მიქაუტაძე და მისი თანაგუნდელები „ბარსას“ „ლა სერამიკას“ ნაცვლად, მაიამიში „უმასპინძლებენ“.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ სერია A-ს მატჩი („მილანი“ – „კომო“) თებერვალში ავსტრალიაში ჩატარდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.15728