ფეხბურთი

22:22 | 8.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ეგვიპტის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა

ეგვიპტის ნაკრებმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე თამაშის უფლება ოფიციალურად მოიპოვა.

შესარჩევი ეტაპის A ჯგუფის მეცხრე ტურში ეგვიპტემ სტუმრად ჯიბუტი 3:0 დაამარცხა, დუბლი შეასრულა მოჰამედ სალაჰმა.

შედეგად, ეგვიპტეს 23 ქულა აქვს და საკვალიფიკაციო ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე 5 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ ბურკინა ფასოს.

ეგვიპტე მსოფლიოს ჩემპიონატზე 2018 წლის შემდეგ პირველად, ისტორიაში კი მეოთხედ გავიდა.

დღესვე, მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა შეეძლო კაბო ვერდეს, მაგრამ ლიგივას ვერ მოუგო (3:3), ხოლო მისმა კონკურენტმა კამერუნმა მავრიტანიას 2:0 აჯობა. შედეგად, ყველაფერი ბოლო ტურში გაირკვევა, როცა კაბო ვერდე ესვატინის უმასპინძლებს, კამერუნი კი ანგოლას. კაბო ვერდეს უპირატესობა აქვს, რადგან კონკურენტს ორი ქულით უსწრებს.

მუნდიალის საგზური მასპინძლების, აშშ-ს, მექსიკისა და კანადის გარდა, უკვე მოიპოვეს ავსტრალიამ, ირანმა, იაპონიამ, იორდანიამ, სამხრეთ კორეამ, უზბეკეთმა, ეგვიპტემ, მაროკომ, ტუნისმა, არგენტინამ, ბრაზილიამ, კოლუმბიამ, ეკვადორმ. პარაგვაიმ, ურუგვაიმ და ახალმა ზელანდიამ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.100295