„ალ-იტიჰადის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე სერჟიო კონსეისაო დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
პორტუგალიელმა სპეციალისტმა არაბულ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა. მან „ალ-იტიჰადში“ ლორან ბლანი შეცვალა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს.
აღსანიშნავია, რომ „ალ-იტიჰადის“ პირველი ვარიანტი ლუჩანო სპალეტი იყო, მაგრამ იტალიელმა არაბეთში მუშაობაზე უარი თქვა.
სერჟიო კონსეისაომ სახელი „პორტუში“ მუშაობით გაითქვა, ბოლოს კი „მილანის“ მთავარი მწვრთნელი იყო.