„მანჩესტერ იუნაიტედის“ აქციონერმა სერ ჯიმ რეტკლიფმა განაცხადა, რომ რუბენ ამორიმს სამი წელი აქვს იმისთვის, რომ თავისი შესაძლებლობები დაამტკიცოს. შესაბამისად, მან პორტუგალიელ სპეციალისტს ნდობა გამოუცხადა.
„საუკეთესო სეზონი არ გვქონია, მაგრამ რუბენმა სამი წლის განმავლობაში უნდა დაამტკიცოს, რომ შესანიშნავი მწვრთნელია. იუნაიტედის მსგავსი კლუბის მართვა ძალიან ძნელია მედიის უეცარი რეაქციების საფუძველზე“, - თქვა რეტკლიფმა.
შეგახსენებთ, რომ რუბენ ამორიმმა „მანჩესტერ იუნაიტედი“ გასული სეზონის მიმდინარეობისას ჩაიბარა, თუმცა ჯერჯერობით, წარუმატებლად მუშაობს.