უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა სუპერლიგასთან თანამშრომლობა გამორიცხა.
როგორც სლოვენიელმა აღნიშნა, უეფა არასდროს დათანხმდება ტურნირს, რომელიც ღია მხოლოდ 12 კლუბისთვის იქნება.
„უპრეცედენტო კრიზისები გადავლახეთ და გავძლიერდით, ვიდრე ოდესმე. გადავიტანეთ ომები, ეპიდემიები და ეკონომიკური რყევები, მაგრამ ევროპული ფეხბურთი ძლიერი დარჩა, გლადიატორულ სულისკვეთებას ავლენდა.
ევროპა ადგენს მსოფლიო ფეხბურთის სტანდარტებს. გარედან ყოფილა მცდელობები ჩვენი სპორტის რეფორმებისთვის, მაგრამ ჩვენ არასდროს მოვაწყობთ ტურნირს 12 კლუბისთვის. ფეხბურთი არის ადგილი, სადაც ყველანი ვართ. პოლიტიკური და სოციალური კრიზისების წინაშე გვჭირდება ის, რაც გვაერთიანებს და ფეხბურთს ეს ამოცანა აკისრია. ჩვენ ეს უნდა შევინარჩუნოთ და დავიცვათ“, - თქვა ჩეფერინმა.