საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ სტუმრად იტალიური „ტრაპანი“ დაძაბულ ბრძოლაში 84:78 დაამარცხა.
ესპანურმა კლუბმა პირველივე პერიოდში 9 ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, რაც ხელიდან აღარ გაუშვია.
გიორგი შერმადინმა 23 წუთში 9 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 2 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.
„ტენერიფე“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში 14 ოქტომბერს, „ბნეი ჰერცლიას“ უმასპინძლებს.