ფეხბურთი

11:45 | 9.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინის ამხანაგური მატჩი აშშ-ის სხვა ქალაქში გადაიტანეს

არგენტინისა და პუერტო რიკოს ეროვნულ ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი, რომელიც თავდაპირველად 14 ოქტომბერს ჩიკაგოში იყო დაგეგმილი, ფლორიდაში გადაიტანეს. ამის შესახებ AP იუწყება.

წყაროს ცნობით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩიკაგოს ტერიტორიაზე ეროვნული გვარდიის დანაყოფები განალაგა, რათა ჩაეხშო მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები.

თამაში ახლა ფორტ ლოდერდეილში, Chase Stadium-ზე გაიმართება. ადრე, გადადების მიზეზად ბილეთების დაბალი გაყიდვები დასახელდა.

ამ შემოდგომაზე ჩიკაგოში 1000-ზე მეტი მიგრანტი დააკავეს. ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაცხადა ეროვნული გვარდიის განლაგების გეგმები არალეგალური იმიგრანტების დეპორტაციის დასაჩქარებლად. შემდგომში ქალაქში საპროტესტო აქციები დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095771