ფეხბურთი

12:20 | 9.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი ინგლისის ნაკრებში ბელინგემის, ფოდენისა და გრილიშის არყოფნის მიზეზს განმარტავს

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა უპასუხა კითხვას ნახევარმცველების, ჯუდ ბელინგემის, ფილიპ ფოდენისა და ჯეკ გრილიშის ნაკრებში არყოფნის შესახებ და განაცხადა, რომ ფეხბურთელები ეროვნულ გუნდში მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდებიან, თუ ეს გუნდს უფრო ერთიანს გახდის.

„ჩვენ აუტსაიდერებად ჩავალთ მუნდიალზე რადგან მრავალი ათწლეულის განმავლობაში არაფერი მოგვიგია და ისეთ გუნდებს შევხვდებით, რომლებმაც ბევრჯერ მოიგეს ტიტული. ამიტომ, ერთიანი გუნდი უნდა ვიყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შანსი არ გვექნება.

ცოტა ხნის წინათ ვუყურე დოკუმენტურ ფილმს „ნიუ ინგლენდ პეტრიოტსის“ შესახებ და გავიგე ფრაზა: „ჩვენ არ ვკრებთ ყველაზე ნიჭიერ მოთამაშეებს. ჩვენ ვაშენებთ გუნდს“.

სრულიად ვეთანხმები. ჩვენ ზუსტად ამას ვცდილობთ. „თასებს გუნდი იგებს და არა რომელიმე ერთი ინდივიდი. ჩვენ ვაჩევთ მოთამაშეებს, რომლებიც უზრუნველყოფენ საუკეთესო გუნდის შესაქმნელად საჭირო ერთიანობას და თანმიმდევრულობას. იმიტომ, რომ იქ საუკეთესო გუნდის სტაუსით უნდა მივიდეთ“, - ციტირებს ტუხელის სიტყვებს Daily Mail.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095799