ფეხბურთი

13:42 | 9.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

დეკუ დე იონგის „ბარსელონასთან“ ახალ კონტრაქტზე: „მალე ყველაფერი მზად იქნება“

კატალონიური კლუბის სპორტული დირექტორის, დეკუს თქმით, „ბარსელონას“ ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი მალე კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

„ფრენკის აგენტებში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა და ჩვენ ველოდით ამ საკითხის მოგვარებას. სიტუაციას ფულთან არაფერი აქვს საერთო. ახლა საბოლოო ეტაპზე ვართ. ყველაფერი მალე მზად იქნება“, - ციტირებს დეკუს სიტყვებს ჟურნალისტი და ინსაიდერი ფაბრიციო რომანო.

დე იონგი „ბარსელონაში“ 2019 წლიდან თამაშობს. ამ სეზონში 28 წლის ნიდერლანდელმა ყველა ტურნირზე რვა მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.081126