„ბარსელონას“ სხვადასხვა კლუბის მიმართ ტრანსფერების საერთო ვალი 159.1 მილიონ ევროს შეადგენს - წერს Sport.es.
ყაროს ცნობით, 140.6 მილიონი ევრო მოკლევადიანი ვალია, ხოლო 18.5 მილიონი ევრო გრძელვადიანი.
„ბარსელონას“ ასევე 41.9 მილიონი ევრო „ლიდს იუნაიტედისა“ მართებს ბრაზილიელი თავდამსხმელის რაფინიას ტრანსფერისთვის. გარიგება 2022 წლის ივლისში განხორციელდა.