უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა პორტუგალიაში გამართულ საფეხბურთო სამიტზე პსჟ-ს მცველი ნუნუ მენდეში ამჟამად საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.
„ნუნუ მენდეში ფანტასტიკური მოთამაშეა, შესაძლოა, ამჟამად საუკეთესოც, მაგრამ მისი პოზიცია შემტევი მოთამაშეებივით ისეთივე დაფასებული არ არის. არიან ჟოაუ ნევეში, ვიტინია და ჩემი საყვარელი ცენტრალური მცველი, რუბენ დიაში, მაგრამ არ მინდა სახელების დასახელება, რადგან ვინმე დამავიწყდება“, - ციტირებს ჩეფერინის სიტყვებს O Jogo.