ფეხბურთი

15:08 | 9.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპული“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ბაიერნის“ მცველით დაინტერესდნენ

„ლივერპული“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ბაიერნისა“ და საფრანგეთის ნაკრების მცველის, დაიო უპამეკანოს შეძენით დაინტერესდნენ - წერს Bild.

მოთამაშის კონტრაქტი მიუნხენურ კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდეა გათვლილი და მისი გახანგრძლივების შესახებ მოლაპარაკებები ამჟამად ნელა მიმდინარეობს. პრემიერლიგის ზემოხსენებული კლუბები სიტუაციას აკვირდებიან. ფრანგით ასევე დაინტერესებულნი არიან მადრიდის „რეალი“ და „ბარსელონა“.

უპამეკანომ ამ სეზონში ყველა ტურნირზე ცხრა მატჩი ჩაატარა. Transfermarkt-ის მონაცემებით, მისი საბაზრო ღირებულება 50 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096597