ფეხბურთი

16:55 | 9.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგის მესამე წრის სიმბოლური, საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი

საქართველოს ეროვნული ლიგის ვებგვერდზე მესამე წრის სიმბოლური ნაკრები გამოქვეყნდა, ასევე დასახელდა წრის საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი.

ეროვნულმა ლიგამ მესამე წრის საუკეთესო ფეხბურთელად ქუთაისის „ტორპედოს“ შემტევი ალეკო ბასილაძე დაასახელა, ხოლო საუკეთესო მწვრთნელად გორის „დილას“ თავკაცი დიეგო ლონგო.

მესამე წრის სიმბოლური ნაკრები კი ასეთია:

მეკარე: ლორია (დინამო თბილისი)

მცველები: გოგოტიშვილი (თელავი), ლაცაბიძე (დინამო თბილისი), ცნობილაძე (თელავი), ტიბუე (დილა)

ნახევარმცველები: მორჩილაძე (დინამო თბილისი), კონტე (დილა), ანდრონიკაშვილი (დილა), მამაგეიშვილი (იბერია), ბასილაძე (ტორპედო)

თავდამსხმელი: ანდრიჩი (ტორპედო)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092761