ფეხბურთი

16:21 | 9.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთისა და საქართველოს მატჩს ლიეტუველი არბიტრი იმსაჯებს

ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩს ლიეტუველი არბიტრი, 33 წლის მანფრედას ლუკიანჩუკასი იმსაჯებს.

მას მისი თანამემამულეები, ვიტენის კაზლაუსკასი და მანგირდას მირაუსკასკი დაეხმარებიან, მეოთხე მსაჯი დონატას რუმშასი იქნება, ხოლო VAR-ის ოთახში დონატას შიმენა და პორტუგალიელი ტიაგო მარტინში იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე ორ ტურში სამი ქულა აქვს: სექტემბერში შინ თურქეთთან დამარცხდა (2:3), ხოლო ბულგარეთთან გაიმარჯვა (3:0). ჯგუფს 6 ქულით ესპანეთი ლიდერობს, თურქეთის აქტივში 3 ქულაა, ხოლო ბულგარეთს ქულა არ აქვს.

საქართველოს ნაკრები 11 ოქტომბერს ელჩეში ესპანეთის ნაკრებს ესტუმრება, ხოლო 14 ოქტომბერს იზმითში თურქეთის ნაკრებს ეწვევა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093817