კალათბურთი

17:23 | 9.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილის 5 ქულა და 5 მოხსნა "საკრამენტოსთან"

NBA-ს პრესეზონზე სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტომ“ მეორე მატჩი ჩაატარა და „საკრამენტო კინგსი“ 130:122 დაამარცხა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 17 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში კი 5 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. სანდრომ 1-დან 1 ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო 1 საჯარიმო ააცილა.

„ტორონტო“ მომდევნო საგამოფენო შეხვედრას 11 ოქტომბერს, „ბოსტონ სელტიქსთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096392