სხვა

18:25 | 9.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

რევაზ დავითაძე და გურამ გიორბელიძე ოთხწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

ძალოსანი რევაზ დავითაძე, უკვე მეორედ, დიდების მსოფლიო ჩემპიონატზე ჩასვლის შემდეგ, შეჯიბრებიდან მოხსნეს.

შეგახსენებთ, რომ დავითაძე ნორვეგიაში მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრა, სადაც მისი გამოსვლა დღეს, 9 ოქტომბერს იყო დაგეგმილი. სპორტსმენი 94კგ წონითი კატეგორიის ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრებოდა.

საქმე ეხება სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს (CAS) გადაწყვეტილებას, რომელმაც შეცვალა ქართველი ძალოსნების რევაზ დავითაძისა და გურამ გიორბელიძის მიმართ საქართველოს ანტი-დოპინგური სააგენტოს GADA-ს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი და ორივე სპორტსმენს ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია შეუფარდა.

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია გააგრძელებს ბრძოლას სპორტსმენთა უდანაშაულობის დასამტკიცებლად და სამართლიანობის აღსადგენად.

ფედერაცია ვრცელ, ოფიციალურ განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებს.

საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097928