ფეხბურთი

18:59 | 9.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" და "ვილიარეალის" პრეზიდენტების კომენტარი ლა ლიგის მატჩის აშშ-ში ჩატარებაზე

„ბარსელონას“ და „ვილიარეალის“ პრეზიდენტები ძალიან კმაყოფილები არიან ლა ლიგის გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვით, ეს გუნდები ლა ლიგის მატჩს ამერიკაში, მაიამიში ჩაატარებენ.

ჟოან ლაპორტა (ბარსელონას პრეზიდენტი): „მოუთმენლად ველით შეერთებულ შტატებში ჩვენს გულშემატკივართან შეხვედრას და მადლობას ვუხდით ლა ლიგას კლუბის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული ბაზრის მონახულების შესაძლებლობისთვის. მრავალი წელია ვსტუმრობთ ქვეყანას და ვიცით, თუ როგორ უყვართ იქ „ბარსელონა“. როგორც გლობალური კლუბისთვის, რომელსაც მილიონობით გულშემატკივარი ჰყავს მთელ მსოფლიოში, ეს შესაძლებლობა აძლიერებს ჩვენს ურთიერთობას საერთაშორისო გულშემატკივრებთან, განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან ბაზარზე, როგორიც ამერიკულია. ეს შესანიშნავი შოუ იქნება ორი უმაღლესი დონის გუნდის მონაწილეობით“.

ფერნანდო როიგი (ვილიარეალის პრეზიდენტი): „ვილიარეალისთვის“ ეს ისტორიული შესაძლებლობაა, გააგრძელოს ზრდა და მოიპოვოს ცნობადობა ისეთ მნიშვნელოვან ქვეყანაში, როგორიც შეერთებული შტატებია. ამ ინიციატივით შევძლებთ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში გულშემატკივრებამდე მისვლას და კლუბისა და ლა ლიგას ბრენდების გაფართოებას“.

შეგახსენებთ, რომ „ვილიარეალისა“ და „ბარსელონას“ მატჩი 20 დეკემბერს, მაიამიში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094137