კალათბურთი

20:37 | 9.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია: "ბარსელონაში" პირველ საშინაო მატჩს მოუთმენლად ველოდები"

თორნიკე შენგელიამ ევროლიგაში „ვალენსიასთან“ მატჩის წინ ისაუბრა, რომელიც მისთვის „ბარსელონაში“ პირველი საშინაო შეხვედრა იქნება.

აღსანიშნავია, რომ ოთხი დღის წინ „ბარსა“ „ვალენსიასთან“ ლიგა ენდესაში დამარცხდა, შესაბამისად, მეტოქესთან რევანში აქვს ასაღები:

„პალაუზე’ თამაშს იმ დღიდანვე ველოდი, რაც ჩამოვედი. აქ სხვა გუნდებთან ერთადაც ვყოფილვარ, ვიცი ატმოსფერო, მაგრამ განსხვავებულია, როცა ისინი მხარს შენ გიჭერენ. ნამდვილად მოუთმენლად ველი ამას.

ადაპტაცია კარგად მიდის. კალათბურთელს ადაპტაციისთვის დრო სჭირდება, მაგრამ გამოცდილება მაქვს, მწვრთნელი მეხმარება და იმედი მაქვს, სრული ადაპტაცია რაც შეიძლება მალე მოხდება.

„ვალენსია“ სუპერთასის შემდეგ აჩვენებს, რომ მათ შეუძლიათ სერიოზულ დონეზე კონკურენცია. ეს ძალიან რთული მატჩი იქნება. იმედია, ჩვენი გულშემატკივრების შექმნილი ატმოსფერო დაგვეხმარება.

ზოგადად, სეზონი ძალიან გრძელია. თუ თითოეული მოგებული თამაშის შემდეგ ძალიან ბედნიერები ვიქნებით, შემდეგ მატჩზე ფოკუსირება გაგვიჭირდება და პირიქით. მოთმინება და სიმშვიდე უნდა გვქონდეს“, - თქვა შენგელიამ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასა“ და „ვალენსიას“ მატჩი 10 ოქტომბერს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093645