ფეხბურთი

21:55 | 9.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ალჟირის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა

ალჟირის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდმა მეცხრე ტურში სტუმრად სომალის ნაკრებს მოჰამედ ამურას დუბლით და რიად მაჰრეზის გოლით 3:0 სძლია.

ბოლო ტურის წინ ალჟირელები 4 ქულით უსწრებენ უგანდას, შესაბამისად, პირველ ადგილიც გაინაღდეს. ალჟირი მეოცე ნაკრებია, რომელმაც მუნდიალის საგზური მოიპოვა.

ალჟირი 2014 წლის შემდეგ პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ისტორიაში - მეხუთედ.

მუნდიალის საგზური მასპინძლების, აშშ-ს, მექსიკისა და კანადის გარდა, უკვე მოიპოვეს ავსტრალიამ, ირანმა, იაპონიამ, იორდანიამ, სამხრეთ კორეამ, უზბეკეთმა, ეგვიპტემ, მაროკომ, ტუნისმა, ალჟირმა, არგენტინამ, ბრაზილიამ, კოლუმბიამ, ეკვადორმ. პარაგვაიმ, ურუგვაიმ და ახალმა ზელანდიამ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093263