ფეხბურთი

22:30 | 9.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

რამაზ სვანაძე: "ეს შეკრება ძალიან მნიშვნელოვანია, დადებითი შედეგისთვის ყველაფერი გაკეთდება"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ და ფეხბურთელმა საბა ხარებაშვილმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ლატვიასთან მატჩის წინ ისაუბრეს.

„რთულ თამაშს ველოდები, თუმცა ძალიან კარგად ვიცით, რომ ქულები გვჭირდება. ამიტომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ჩვენთვის ხვალინდელი შეხვედრა სასიკეთოდ დასრულდეს. ნებისმიერ შემთხვევაში ჩემი გუნდისგან ველოდები, რომ პირველ რიგში, თამაშში გვექნება პროგრესი, რადგან ახალი შეკრებილები ვართ და მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი მომდევნო თამაში იყოს იმაზე კარგი, ვიდრე წინა. ამას ველოდებით პირველ რიგში. ძალიან მნიშვნელოვანი შეკრებაა, ამის შემდეგ გვრჩება ნოემბრის შეკრება, როცა ჯგუფის ლიდერთან გვაქვს თამაში, ამიტომ, ამ შეკრებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მალტასთან მატჩის დასრულებისას გვეცოდინება კონკრეტულად თუ სად ვართ ამ მომენტში და რეალობა ნათელი იქნება. შესაბამისად, ჩემი მხრიდან შეფასებაც გაკეთდება“, - აღნიშნა სვანაძემ.

ხარებაშვილი ამბობს, რომ გუნდში კარგი გარემოა და მომავალი მატჩისთვის მზად არიან:

„შეკრება ძალიან კარგად მიმდინარეობს, ტექნიკურად, ტაქტიკურად ყველაფერი გავიარეთ. რაც მთავარია, ტრავმები არ არის გუნდში, ერთადერთი დანაკლისი სიგუაა. შეცდომები გავაანალიზეთ და ვეცდებით, რომ ლატვიასთან გამოვასწოროთ და იგივე შეცდომები არ დავუშვათ. ყველანი მობილიზებულები და კარგად მომზადებულები ვართ“, - თქვა საბამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 10 ოქტომბერს, 19:00 საათზე ლატვიას ესტუმრება, ხოლო 14 ოქტომბერს, 21:00 საათზე მალტას. რამაზ სვანაძის გუნდს ერთი მატჩის შემდეგ ერთი ქულა აქვს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.159541