ესპანეთის ნაკრების გეგმები საქართველოსთან მატჩის წინ მეტეოროლოგიური სიტუაციის გამო შეიცვალა.
ესპანეთის ნაკრები ელჩეში გრაფიკის მიხედვით თამაშის წინა დღეს, პარასკევს უნდა ჩასულიყო, სადაც იყო დაგეგმილი ვარჯიში და პრესკონფერენცია, მაგრამ ვინაიდან ელჩეში პარასკევს ძლიერი წვიმა და ქარიშხალია მოსალოდნელი, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ უეფას თხოვნით მიმართა, რათა გეგმა შეეცვალა.
შედეგად, ესპანეთის ნაკრები მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს მადრიდში გამართავს, სადაც ასევე გაიმართება ლუის დე ლა ფუენტესა და მიკელ მერინოს პრესკონფერენცია. ესპანეთის ნაკრები ელჩეში თამაშის დღეს, შაბათს ჩავა.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და საქართველოს მატჩი 11 ოქტომბერს, ელჩეში, თბილისის დროით 22:45 სათზე უნდა გაიმართოს.