ფეხბურთი

23:59 | 9.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძე: "ვიცით, რომ რთული იქნება, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად ქულები გვჭირდება"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ ესპანეთის ნაკრებთან მატჩისთვის მიმდინარე მზადების პროცესზე კომენტარი გააკეთა:

"ყველა ელოდება მოახლოებულ თამაშებს. ვილიარეალში კარგად მიმიღეს და ყველაფერი კარგად მიდის. მოახლოებული თამაშების მოგება გვსურს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ექვსი ქულა მოვიპოვოთ. ვიცით, რომ რთული იქნება, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ქულები გვჭირდება", - აღნიშნა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე ორ ტურში სამი ქულა აქვს: სექტემბერში შინ თურქეთთან დამარცხდა (2:3), ხოლო ბულგარეთთან გაიმარჯვა (3:0). ჯგუფს 6 ქულით ესპანეთი ლიდერობს, თურქეთის აქტივში 3 ქულაა, ხოლო ბულგარეთს ქულა არ აქვს.

საქართველოს ნაკრები 11 ოქტომბერს ელჩეში ესპანეთის ნაკრებს ესტუმრება, ხოლო 14 ოქტომბერს იზმითში თურქეთის ნაკრებს ეწვევა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093769