ფეხბურთი

0:59 | 10.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრიის 10:0, არნაუტოვიჩის რეკორდი, ფარერებმა მონტენეგრო გაანადგურა

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უეფას ზონაში ოქტომბრის ფანჯარა გაიხსნა და მატჩები რამდენიმე ჯგუფში გაიმართა.

C ჯგუფში დანიის ნაკრებმა ბელარუსი 6:0 გაანადგურა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ამავე ჯგუფში შოტლანდიამ საბერძნეთთან კიდევ უფრო საკვანძო ქულები მოიპოვა და 3:1 გაიმარჯვა. შედეგად, სამი ტურის შემდეგ ჯგუფს 7-7 ქულით დანია და შოტლანდია ლიდერობენ, საბერძნეთს 3 ქულა აქვს, ბელარუსს - 0.

1. დანია 3 2 1 0 9 0 9 7
2. შოტლანდია 3 2 1 0 5 1 4 7
3. საბერძნეთი 3 1 0 2 6 7 -1 3
4. ბელარუსი 3 0 0 3 1 13 -12 0

G ჯგუფში ნიდერლანდების ნაკრებმა მოლოდინისამებრ ადვილად აჯობა მალტას - 4:0, ხოლო ფინეთმა დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა ლიეტუვის ნაკრები, რომლის წინააღმდეგ აგებდა კიდეც. ნიდერლანდები 13 ქულით ლიდერია და წესით, არ გაუჭირდება პირველი ადგილის შენარჩუნება. 10-10 ქულა აქვთ პოლონეთსა და ფინეთს, რომელთა შორის მეორე ადგილისთვის ბრძოლა გრძელდება, მაგრამ პოლონელებს თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. ლიეტუვა (3) და მალტა (2) გამოკვეთილი აუტსაიდერები არიან.

1. ნიდერლანდები 5 4 1 0 18 3 15 13
2. პოლონეთი 5 3 1 1 8 4 4 10
3. ფინეთი 6 3 1 2 8 9 -1 10
4. ლიეტუვა 6 0 3 3 6 9 -3 3
5. მალტა 6 0 2 4 1 16 -15 2

H ჯგუფში ავსტრიის ნაკრებმა სან მარინო არასაფეხბურთო ანგარიშით დაამარცხა - 10:0. აქ მარკო არნაუტოვიჩი გამოირჩა პოკერით, რის შედეგადაც, ის ავსტრიის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ბოსნიის ნაკრებმა ძალიან მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა გასვლაზე კვიპროსთან, რომლის წინააღმდეგ მხოლოდ ფრეს დასჯერდა - 2:2. ავსტრია 15 ქულით ერთპიროვნულად გალიდერდა, ბოსნიას 13 ქულა აქვს.

1. ავსტრია 5 5 0 0 19 2 17 15
2. ბოსნია 6 4 1 1 13 5 8 13
3. რუმინეთი 5 2 1 2 10 6 4 7
4. კვიპროსი 6 1 2 3 7 9 -2 5
5. სან მარინო 6 0 0 6 1 28 -27 0

მატჩები იყო L ჯგუფშიც, სადაც ხორვატიამ პირველი ქულები დაკარგა, ვერ მოუგო რა, გასვლაზე ჩეხეთის ნაკრებს - ნულოვანი ფრე. ფარერების ნაკრებმა კი მონტენეგრო 4:0 გაანადგურა! ფარერებს დიდი ხანია პროგრესი აქვს, მონტენეგროც ვერ ბრწყინავს, მაგრამ ასეთი ანგარიში მაინც ძალიან მოულოდნელია. მონტენეგროს ნაკრების მწვრთნელის პოსტზე კატასტროფული დებიუტი გამოუვიდა მირკო ვუჩინიჩს... ხორვატია და ჩეხეთი 13-13 ქულით ლიდერები არიან და ისინი გაითამაშებენ ამ ორ ადგილს. ფარერებს 9 ქულა აქვს, მაგრამ ლიდერების ჭიდილში ჩართვა გაუჭირდება.

1. ხორვატია 5 4 1 0 17 1 16 13
2. ჩეხეთი 6 4 1 1 11 6 5 13
3. ფარერები 6 3 0 3 8 5 3 9
4. მონტენეგრო 6 2 0 4 4 13 -9 6
5. გიბრალტარი 5 0 0 5 2 17 -15 0
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.180487