ფარერების ნაკრებმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მესამე გამარჯვება მოიპოვა და საკუთარ მოედანზე მონტენეგრო 4:0 გაანადგურა.
ეს ფარერის კუნძულების ნაკრების ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით მოგებული მატჩია. უფრო კონკრეტულად, რეკორდის გამეორება, რადგან 2024 წლის 22 მარტს ასევე ოთხი ბურთის სხვაობით აჯობა ლიხტენშტაინს.
მონტენეგროს წინააღმდეგ კი მატჩის გმირი არნი ფრედერიკსბერგია, რომელმაც დუბლი შეასრულა და ორი საგოლე პასი გააკეთა. ის ნახევრად პროფესიონალი ფეხბურთელია, პიცის გამყიდველია და მისთვის ფეხბურთი მხოლოდ მეორე პროფესიაა, მაგრამ თავისი ქვეყნის ისტორია მაინც დაწერა.
ფარერების ნაკრებს მიმდინარე შესარჩევ ციკლში 6 მატჩში 9 ქულა აქვს მოპოვებული, ხოლო მონტენეგროს ნაკრებში მთავარი მწვრთნელის პოსტზე მირკო ვუჩინიჩის დებიუტი შედგა, რომელიც მისთვის საშინელი გამოდგა.