ხორვატი შუახაზელი მარიო პაშალიჩი თავის მომავალ ცოლს, მომხიბვლელ მოდელს მაია ლუჩიჩს, პირველად ზაგრებში, მეგობრის დაბადების დღეზე შეხვდა და მაშინვე თქვა, რომ ეს იყო მისი „საუკეთესო პასი ცხოვრებაში“. მაიამ შემდეგში აღიარა, რომ ურთულესია მარიოს წინაშე „დაცვაში დგომა“ და მალევე მოახდინა „სრული კაპიტულაცია“.
მათი ქორწილი ზღაპრულ ადგილზე და გარემოში ჩატარდა, ზღვასპირას, ხორვატიის ცნობილ სანაპიროზე. სტუმრებს შორის იყვნენ მარიოს თანაგუნდელები როგორც ხორვატიის ნაკრებიდან, ასევე ბერგამოს „ატალანტადან“, რომლებიც დღესაც ამბობენ, რომ ასეთი კარგი ქორწილი და პურიჭამა არასდროს, ან იშვიათად უგემიათ.
დღეს მარიო პაშალიჩი და მაია ლუჩიჩი ერთ-ერთი ყველაზე სიამტკბილობით მოსილი და ურთიერთჰარმონიული წყვილია ხორვატ ფეხბურთელებს და მათ ცოლ-საყვარლებს შორის. მარიო და მაია ხშირად დებენ სოციალურ ქსელებში მოგზაურობის ფოტოებს, სადაც მაია ისეთი კმაყოფილია, როგორც ბერგამოელი ქომაგი შარაშანწინ, ევროპა ლიგაზე გამარჯვების შემდეგ.