პსჟ-ს ბრაზილიელი ფეხბურთელი მარკინიოსი შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში საუდის არაბეთში გადაბარგდეს. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ფრანგული გამოცემა L’Équipe-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, 31 წლის ფეხბურთელს პარიზული კლუბის დატოვება ზაფხულშიც სურდა, თუმცა საუდის არაბეთში მისი ტრანსფერი მაშინ პსჟ-მ დაბლოკა. სიტუაცია ახლა შეცვლილია, რადგან პსჟ-ს ხელმძღვანელობა თვლის, რომ ილია ზაბარნის ბრაზილიელის შეცვლა თავისუფლად შეუძლია და გუნდს ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ ექნება.
მარკინიოსი "პარი სენ-ჟერმენის" ღირსებას 2013 წლიდან იცავს, მას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 4 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე ერთი გოლია.