ფეხბურთი

12:09 | 10.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ქენან ილდიზი ევროპული გრანდების რადარზეა

ტურინის "იუვენტუსის" 20 წლის თურქი შემტევი ქენან ილდიზი ევროპული გრანდების რადარზეა და მის გადასაბირებლად მუშაობა დაწყებულია აქვს ლონდონის "ჩელსის", "მანჩესტერ იუნაიტედს" და კატალონიის "ბარსელონას". ინფორმაციას ცნობილი იტალიური გამოცემები ავრცელებენ.

"ჩელსის" ახალგაზრდა თურქი ფეხბურთელის შეძენა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდშიც სურდა, თუმცა მაშინ შეთანხმება არ შედგა და ახლა "არისტოკრატები" ახალ შეთავაზებას ამზადებენ. CaughtOffside-ის ინფორმაციით ილდიზის შესაძენად მზად არის "მანჩესტერ იუნაიდედიც", რომელიც მზადაა ფეხბურთელის სანაცვლოდ 78 მილიონი გადაიხადოს. წყაროს ცნობით, "წიტელი ეშმაკები" ტურინელებთან მოლაპარაკებების დაწყებას უახლოეს მომავალში გეგმავენ.

მიუხედავად ფეხბურთელის მიმართ ამხელა ინტერესისა, La Gazzetta dello sport-ის ინფორმაციით ტურინელებს ფეხბურთელის შენარჩუნება სურთ და მზად არიან გაზრდილ ხელფასთან ერთად ახალი კონტრაქტი შესთავაზონ.

ქენან ილდიზის გადაბირებით "ბარსელონაც" დაინტერესებულია და ფეხბურთელის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება. ჟოან ლაპორტას სურვილია ილდიზი 2026 წლის ზაფხულში გაიფორმოს.

შეგახსენებთ, რომ ქენან ილდიზი "იუვენტუსის" ღირსებას 2023 წლიდან იცავს და კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს. ტურქი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 75 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097899