UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის ჩემპიონის მერაბ დვალიშვილის მწვრთნელმა ჯონ ვუდმა Red Corner MMA-ს ინტერვიუ მისცა, სადაც საინტერესო საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, UFC-ის ხელმძღვანელობას მერაბ დვალიშვილის ჩემპიონობა არ სურდა.
"UFC-ის მერაბ დვალიშვილის ჩემპიონობა არ სურდა, მათ ნამდვილად არ სურდათ ეს. ყველაფრის მიუხედავად მერაბმა ეს მაინც შეძლო და ვთვლი, რომ მან ყველაზე რთული გზა გაიარა ჩემპიონობამდე. ის მაყურებლებისთვის საინტერესო მებრძოლად იქცა, დაასბმითა შონ ო'მალი, ურტყამდა და ანოკაუტებდა მასზე ბევრად გამოცდილ და დიდ ბიჭებს. მერაბმა დაამტკიცა, რომ ის სუპერმსუბუქი დივიზიონის საუკეთესო მებრძოლია." - განაცხადა ვუდმა.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო ქამარი 2024 წლის სექტემბერში შონ ო'მალის დამარცხების შემდეგ დაისაკუთრა და მას შემდეგ ტიტული სამჯერ დაიცვა. ქართველმა "მანქანამ" ბოლო ბრძოლა 5 ოქტომბერს გამართა, სადაც კორი სენდჰეგენი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.