"მანჩესტერ სიტის" შემტევი ერლინგ ჰოლანდი პრემიერლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ნორვეგიელმა ფეხბურთელმა 3 მატჩში 6 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.
ერლინ ჰოლანდმა აღნიშნული ჯილდო კარიერაში მეოთხედ მოიგო, რითაც ტიერი ანრის, მარკუს რაშფორდის, ჯეიმი ვარდის, ალან შირერის, პოლ სქოულზის და დენის ბერგკამპს გაუთანაბრდა.
შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანდს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 13 მატჩში 15 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.