ფეხბურთი

16:54 | 10.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიამ ესტევაოს და როდრიგოს დუბლით სამხრეთ კორეა გაანადგურა

ბრაზილიის ნაკრებმა სეულში, სამხრეთ კორეასთან ამხანაგური მატჩი გამართა, რომელიც არამეგობრული ანგარიშით დაამარცხა - 5:0.

ისევ გაიბრწყინა ლონდონის „ჩელსის“ 18 წლის შემტევმა ესტევაომ, რომელმაც დუბლი შეასრულა და ეს „სელესაოს“ მაისურით ახალგაზრდა ტალანტის პირველი დუბლია.

ესტევაოს დუბლის გარდა, ასევე დუბლით გამოირჩა როდრიგო, ხოლო საბოლოო ანგარიში 77-ე წუთზე ვინისიუსმა დააფიქსირა.

კარლო ანჩელოტის გუნდი აზიაში დარჩება, სეულიდან ტოკიოში გადაინაცვლებს, სადაც 14 ოქტომბერს, იაპონიის ნაკრებს გაეჯიბრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095452