UFC-ს ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი ილია თოფურია ესპანეთის ნაკრებს ბაზაზე ესტუმრა.
თოფურია შეხვდა ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ რაფაელ ლუსანს, აგრეთვე, მთავარ მწვრთნელ ლუის დე ლა ფუენტეს და ფეხბურთელებს, რომლებიც ელჩეში გამგზავრებამდე მადრიდში ბოლო ვარჯიშს ატარებდნენ.
„გისურვებთ წარმატებებს ამ ორ მატჩში, რადგან თქვენი წარმატება ყველას წარმატებაა. რწმენითა და მონდომებით ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი“, - მიმართა თოფურიამ ფეხბურთელებს.
ილიამ ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებთან ესპანეთის ნაკრების მაისურით ფოტოც გადაიღო. თოფურიას ესპანეთის ნაკრების პირველნომრიანი მაისური საჩუქრად გადასცეს.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და საქართველოს მატჩი 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.






