ფეხბურთი

17:58 | 10.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

პოლ პოგბას მოედანზე დაბრუნება კვლავ გადაიდო

"მონაკოს" 32 წლის ფეხბურთელს პოლ პოგბას კუნთის ტრავმა აქვს და მისი მოედანზე დაბრუნება კვლავ გადაიდო. აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული გამოცემები იტყობინებიან.

პოგბას დაბრუნებას 18 ოქტომბერს "ანჟერის" წინააღმდეგ გასამართ მატჩში ვარაუდობდნენ, თუმცა ფეხბურთელმა მორიგი დაზიანება "მონაკოს" ერთ-ერთ ვარჯიშზე მიიღო. ინფორმაცია თავად კლუბმაც დაადასტურა, თუმცა დააკონკრეტა, რომ პრობლემა არ უკავშირდება მუხლის პრობლემებს, რომლებიც მას წარსულში აწუხებდა.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბას დოპინგ აკრძალვა ჰქონდა, რის გამოც ფეხბურთი 2023 წლის მერე არ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092498