ხორვატიის ნაკრებისა და ბრემენის „ვერდერის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ივან კლასნიჩმა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.
45 წლის ხორვატს თირკმლის გადანერგვის ოპერაცია სამჯერ დასჭირდა, რასაც ის კარიერის განმავლობაში მიღებულ ტკივილგამაყუჩებლებს უკავშირებს და ამბობს, რომ არ იცის, რამდენი ხნის სიცოცხლე დარჩა:
„რთულია წამლების მიღება, როცა ვარჯიში გინდა. არ მგონია, რომ რომელიმე პროფესიონალი სპორტსმენი გადარჩეს ტკივილგამაყუჩებლების გარეშე. თუმცა, რომ მცდოდნოდა, რომ პრობლემები მექნებოდა, ამ წამლებს არ მივიღებდი. მადლიერი უნდა ვიყო, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ, მაგრამ არ ვიცი, რამდენი დრო დმრჩა.
რა თქმა უნდა, გაბრაზებული ვარ. არ მინდა, ვინმემ ის გადაიტანოს, რაც მე გადავიტანე. რამდენი კომპენსაციაც არ უნდა მივიღო, ეს ჯანმრთელობას ვერ დამიბრუნებს“, - თქვა კლასნიჩმა.
ხორვატ ფეხბურთელს „ვერდერმა“ კომპენსაციის სახით 4.5 მილიონი ევრო გადაუხადა, რაც გერმანულ კლუბს სასამართლომ დააკისრა. მას სამჯერ დასჭირდა თირკმლის გადანერგვა. კლასნიჩმა „ვერდერის“ რიგებში 2001-2008 წლებში ითამაშა, ის კარიერის განმავლობაში ასევე „ზანკტ პაულის“, „ნანტის“, „ბოლტონის“ და „მაინცის“ ღირსებას იცავდა.