საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ბოსნიასთან ამხანაგური მატჩი ჩაატარა.
ვასილ მაისურაძის გუნდი ნიკოლოზ ელისაშვილის გოლით იგებდა, მაგრამ საბოლოოდ, მრცხი განიცადა, რადგან შემდეგ ორი უპასუხო გოლი გაუშვა - 1:2.
ეს ნაკრებები 12 ოქტომბერს, ერთმანეთს კიდევ ერთხელ გაეჯიბრებიან.
საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება, რომლის ეგიდით 12-18 ნოემბერს, ხორვატიას (მასპინძელი), გიბრალტარსა და სერბეთს დაუპირისპირდება.







