საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში სტუმრად ლატვიის ნაკრებთან ფრედ, 1:1 ითამაშა.
დაძაბულ სეხვედრაში გუნდებმა გოლები მეორე ტაიმში გაიტანეს. 59-ე წუთზე ანგარიში გლებს პატიკამ გახსნა, თუმცა, რამაზ სვანაძის გუნდმა სამი წუთის შემდეგ დავით ბუკიას გოლით წონასწორობა აღადგინა.
დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და გუნდები დაზავდნენ. შედეგად, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ორ ტურში ორი ქულა აქვს, რადგან წინა მატჩში ჩრდილოეთ ირლანდის დაუზავდა.
რამაზ სვანაძის გუნდი ორ ტურში ორი ქულით ჯგუფში მეოთხე ადგილზეა, 14 ოქტომბერს კი, სტუმრად მალტას დაუპირისპირდება.
აღსანიშნავია, რომ მეორე ტურში გერმანიის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე საბერძნეთთან 2:3 წააგო. ჯგუფს 6 ქულით საბერძნეთი ლიდერობს, ჩრდილოეთ ირლანდიას 4 ქულა აქვს, გერმანიას 3, საქართველოს 2, ლატვიას 1 და მალტას არცერთი.
ლატვია - საქართველო 1:1 (0:0)
საქართველო (4-2-3-1): მაქაცარია; ბუკია, ლაცაბიძე, ნარიმანიძე, ხარებაშვილი; ლორთქიფანიძე (პარკაძე 59), დადიანი; ბასილაძე (ტაბატაძე 46), იეგოიანი, წულუკიძე (ოდიკაძე 79); გოცირიძე (დეისაძე 59)
გოლები: 1:0 პატიკა (59), 1:1 ბუკია (62)





