მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში გაბონის ნაკრებმა გამბიასთან სტუმრად 4:3 მოიგო და მუნდიალზე გასვლის შანსი შეინარჩუნა.
ამ შეხვედრაში პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ყურადღება ყველანაირად მიიქცია: 36 წლის ფორვარდმა ოთხი გოლი გაიტანა და წითელი ბარათიც მიიღო. გაბონმა გამბიასთან სწორედ ობამეიანგის პოკერით გაიმარჯვა, რომელიც ბრწყინვალე იყო. თუმცა, 79-ე და 85-ე წუთებზე ორჯერ მიიღო ყვითელი ბარათი, რის გამოც გააძევეს და ბოლო ტურის მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.
გაბონის ნაკრები ჯგუფში 22 ქულით მეორეა, ლიდერია კოტ დივუარი, რომელსაც 23 ქულა აქვს. ყველაფერი ბოლო ტურში, 14 ოქტომბერს გაირკვევა, როცა კოტ დივუარი კენიას და გაბონი ბურუნდის შეხვდება. თუმცა, დიდი შანსია, გაბონი მეორე ადგილით პლეი-ოფში გავიდეს და იბრძოლოს მუნდიალზე მოსახვედრად, სადაც აქამდე არასდროს ყოფილა.
გამბია - გაბონი 3:4 (2:2)
გოლები: 0:1 ობამეიანგი (20), 1:1 მინტე (23), 1:2 ობამეიანგი (42), 2:2 სიდიბე (45), 3:2 სიდიბე (47), 3:3 ობამეიანგი (62), 3:4 ობამეიანგი (78)