ფიგურულ ციგურაობაში, „თრიალეთის თასზე", რომელსაც თბილისის ყინულის სასახლე მასპინძლობს, საქართველოს ნაკრები სრული შემდაგენლობით არის წარმოდგენილი.
ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირის პირველი დღე ქალთა და ვაჟთა და სპორტულ ცეკვებს დაეთმო.
მოკლე, იგივე სავალდებულო პროგრამაში საქართველოს ნაკრების ლიდერებმა მოწინავე ქვეყნებს შორის საუკეთესო შეფასებები მიიღეს.
ქალთა ერთეულებში 23 მონაწილეს შორის მსაჯებისგან საუკეთესო შეფასება - 65.76 ქულა დაიმსახურა ანასტასია გუბანოვამ.
ვაჟთა მოკლე პროგრამაში ასევე საუკეთესო იყო ნიკა ეგაძე, რომელმაც სავალდებულო პროგრამა 89.60 ქულით და პირველი ადგილით დაასრულა.
პირველი საფეხური დაიმსახურა სპორტულ ცეკვებში დიანა დევისის და გლებ სმოლკინის წყვილმა. საქართველოს წარმომადგენელთა გამოსვლა მსაჯებმა 80.35 ქულით შეაფასეს.
„თრიალეთის თასის" მეორე დღეს ასპარეზობაში ჩაებმება ანასტასია მეტელიკნას და ლუკა ბერულავას წყვილი.
აღსანიშნავია, რომ ამ მასშტაბის ტურნირი საქართველოში პირველად ტარდება. თრიალეთის თასს მნიშვნელობას სძენს ისიც, რომ მასში 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ოცამდე ლიცენზიანტი გამოდის.
,,თრიალეთის თასს" სეოკ-ის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.
GEONOC.ORG.GE