ფეხბურთი

23:18 | 10.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვინჩენცო მონტელა: "საქართველოსთან, ძლიერ მეტოქესთან, რთულ სტადიონზე, გაძევებამდე შესანიშნავად ვითამაშეთ"

თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ ბულგარეთის ნაკრებთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე თბილისში, საქართველოსთან გამართული მატჩი გაიხსენა.

იტალიელმა სპეციალისტმა კიდევ ერთხელ შეაქო საქართველოს ნაკრები და აღნიშნა, რომ მისი გუნდის თამაში თბილისში ძალიან მოეწონა:

„პირველი მატჩი ძალიან რთულ სტადიონზე, მაღალის დონის მეტოქესთან, რაშიც ევროპის ჩემპიონატზეც დავრწმუნდით, სადაც ისინი ჯგუფიდან გავიდნენ, გაძევებამდე ბრწყინვალე იყო. რა თქმა უნდა, გაძევების შემდეგ თამაში ცოტა შეიცვალა, თუმცა ბევრი საგოლე მომენტი არ მიგვიღია. ხვალაც ჩემი გუნდისგან ასეთ მიდგომას ველოდები, აგრესიულ და კომპაქტურ ფეხბურთს“, - თქვა მონტელამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე ორ ტურში სამი ქულა აქვს: სექტემბერში შინ თურქეთთან დამარცხდა (2:3), ხოლო ბულგარეთთან გაიმარჯვა (3:0). ჯგუფს 6 ქულით ესპანეთი ლიდერობს, თურქეთის აქტივში 3 ქულაა, ხოლო ბულგარეთს ქულა არ აქვს.

თურქეთისა და საქართველოს მატჩი 14 ოქტომბერს გაიმართება. იქამდე, საქართველო ესპანეთს ესტუმრება, ხოლო თურქეთი - ბულგარეთს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090371