ფეხბურთი

0:05 | 11.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

რამაზ სვანაძე: "ძიებაში ვართ, ყველაფერს ის ართულებს, რომ ოფიციალურ მატჩებს ვთამაშობთ"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ლატვიასთან მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„ვთვლი, რომ შედეგი ლოგიკურია. გამომდინარე იქიდან, რომ პირველი ტაიმი სუსტად ჩავატარეთ, შედარებით მეორე ნახევარში გამოვასწორეთ თამაში. სამწუხაროდ, დასანანი გოლი გავუშვით. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ შეტევაში ძალიან გვიჭირს და ამ მხრივ მოსამატებელი გვაქვს. ახლა მთავარია, ძალები აღვიდგინოთ იმიტომ, რომ მომდევნო მატჩში სამი ქულა აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ. რაც შეეხება ახალწვეულებს, იმის გათვალისწინებით, რომ ამხანაგური მატჩების ჩატარების დრო არ გვქონდა, ვცდილობთ, შანსი ყველას მივცეთ. ბევრი მათგანი ფორმაში არაა და ეს ჩვენთვის ცნობილი იყო, თუმცა შეზღუდული ვართ რესურსებში. ძიებაში ვართ, უბრალოდ, ყველაფერს ის ართულებს, რომ ოფიციალურ მატჩებს ვთამაშობთ და ქულები ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ამიტომაც, შემდეგი თამაში უმნიშვნელოვანესია, ჩვენთვის მარტივი თამაში არცერთი არ იქნება და ახლა მთავარი ამოცანაა, რომ გავაანალიზოთ ეს მატჩი და მალტასთან აუცილებლად მოვიგოთ. უკვე ამის შემდეგ გამოჩნდება ყველაფერი“, - თქვა სვანაძემ.

მატჩის შემდეგ ასევე კომენტარი დავით ბუკიამ, რომელმაც გოლი გაიტანა: „გოლი ძალიან გამიხარდა. ვფიქრობ, რომ უნდა მოგვეგო. ძალიან დაძაბული მატჩი იყო, მაგრამ შემდეგი თამაშისთვის უნდა გადავერთოთ და მოვემზადოთ, რადგან მალტასთან აუცილებლად მოსაპოვებელია სამი ქულა და სახლში გამარჯვებულები უნდა დავბრუნდეთ“.

რამაზ სვანაძის გუნდი ორ ტურში ორი ქულით ჯგუფში მეოთხე ადგილზეა, 14 ოქტომბერს კი, სტუმრად მალტას დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087048