მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი გრძელდება და მორიგი მატჩები გაიმართა.
A ჯგუფში პირველი წრე დასრულდა და ძალიან საინტერესო ვითარებაა: სამ გუნდს აქვს 6-6 ქულა. გერმანიამ შინ ლუქსემბურგი 4:0 გაანადგურა, რაც მოსალოდნელი იყო, მით უფრო, რომ სტუმრებმა თითქმის მთელი თამაში 10 ფეხბურთელით ჩაატარეს. იოზუა კიმიხი დუბლით გამოირჩა, ასევე გაიტანეს დავიდ რაუმმა და სერჟ გნაბრიმ. სლოვაკეთი, რომელიც აქამდე უდანაკარგო იყო, გასვლაზე 0:2 დამარცხდა ჩრდილოეთ ირლანდიაში. ამრიგად, გერმანიას, სლოვაკეთს და ჩრდილოეთ ირლანდიას 6-6 ქულა აქვთ და მომდევნო სამი ტური გაარკვევს ყველაფერს. 13 ოქტომბერს, გერმანია ჩრდილოეთ ირლანდიას შეხვდება, სლოვაკეთი ლუქსემბურგს უმასპინძლებს.
1. | გერმანია | 3 | 2 | 0 | 1 | 7 | 3 | 4 | 6 |
2. | ჩრდილოეთ ირლანდია | 3 | 2 | 0 | 1 | 6 | 4 | 2 | 6 |
3. | სლოვაკეთი | 3 | 2 | 0 | 1 | 3 | 2 | 1 | 6 |
4. | ლუქსემბურგი | 3 | 0 | 0 | 3 | 1 | 8 | -7 | 0 |
B ჯგუფში შვეიცარია მიიწევს მუნდიალისკენ და წესით, ხელს ვერაფერი შეუშლის. შვეიცარიის ნაკრებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა, სტუმრად 2:0 აჯობა შვედეთის ნაკრებს, რომელიც მძიმე დღეშია. კოსოვო და სლოვენია ერთმანეთს უგოლოდ დაშორდნენ.
შვეიცარიას სამ ტურში 9 ქულა აქვს, კოსოვო (4), სლოვენია (2) და შვედეთი (1) მეორე ადგილისთვის იბრძოლებენ. მომდევნო ტურში შვეიცარიის მეტოქე სლოვენია იქნება, შვედეთი კოსოვოს შეხვდება.
1. | შვეიცარია | 3 | 3 | 0 | 0 | 9 | 0 | 9 | 9 |
2. | კოსოვო | 3 | 1 | 1 | 1 | 2 | 4 | -2 | 4 |
3. | სლოვენია | 3 | 0 | 2 | 1 | 2 | 5 | -3 | 2 |
4. | შვედეთი | 3 | 0 | 1 | 2 | 2 | 6 | -4 | 1 |
D ჯგუფში საფრანგეთის ნაკრებიც უდანაკარგოა და ცალი ფეხით მუნდიალზეა. „მამლებმა“ აზერბაიჯანს 3:0 სძლიეს კილიან მბაპეს, ადრიენ რაბიოსა და ფლორენ ტოვენის გოლებით. მბაპე ტრავმის გამო შეცვალეს, ხოლო ტოვენმა ნაკრებში პირველად ითამაშა 6 წლისა და 3 თვის შემდეგ, მოედანზე ერთი წუთის შესული იყო და გაიტანა.
ამავე ჯგუფში უკრაინამ გასვლაზე კონკურენტ ისლანდიას დრამატულ ბრძოლაში 5:3 აჯობა. ეს უკრაინელთა პირველი გამარჯვებაა ამ შესარჩევში. საფრანგეთი 9 ქულით ლიდერია და მშვიდადაა, უკრაინას 4 ქულა აქვს, ისლანდიას 3 და აზერბაიჯანს 1. მომდევნო ტურში ისლანდია - საფრანგეთი და უკრაინა - აზერბაიჯანია.
1. | საფრანგეთი | 3 | 3 | 0 | 0 | 7 | 1 | 6 | 9 |
2. | უკრაინა | 3 | 1 | 1 | 1 | 6 | 6 | 0 | 4 |
3. | ისლანდია | 3 | 1 | 0 | 2 | 9 | 7 | 2 | 3 |
4. | აზერბაიჯანი | 3 | 0 | 1 | 2 | 1 | 9 | -8 | 1 |
მუნდიალისკენ მიიწევს ჩრდილოეთ მაკედონია, რომელიც 6 მატჩია დაუმარცხებელია, ორჯერ შეხვდა ბელგიას და არ დამარცხდა! ამჯერად, ბრიუსელში, სადაც ნულოვან ფრეს გამორჩა. შედეგად, ჩრდილოეთ მაკედონია 12 ქულით ლიდერია, ბელგიას 11 ქულა აქვს და უელსს - 10. მართალია, მაკედონიას თამაშით მეტი აქვს ჩატარებული, მაგრამ აქ საყურადღებოა, მომდევნო ტური, როცა მაკედონიელები ყაზახეთს უმასპინძლებენ, ხოლო უელსი და ბელგია ერთმანეთს ეთამაშებიან - ეს რა თქმა უნდა, ჩრდილოეთ მაკედონიის შანსს ზრდის.
1. | ჩრდ. მაკედონია | 6 | 3 | 3 | 0 | 11 | 2 | 9 | 12 |
2. | ბელგია | 5 | 3 | 2 | 0 | 17 | 4 | 13 | 11 |
3. | უელსი | 5 | 3 | 1 | 1 | 11 | 6 | 5 | 10 |
4. | ყაზახეთი | 6 | 2 | 0 | 4 | 7 | 11 | -4 | 6 |
5. | ლიხტენშტაინი | 6 | 0 | 0 | 6 | 0 | 23 | -23 | 0 |