ევროლიგის მესამე ტურში „ბარსელონამ“ „ვალენსია“ დაძაბულ ბრძოლაში 108:102 დაამარცხა და ოთხი დღის წინ ლიგა ენდესაში მარცხისთვის რევანში აიღო.
მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა და ბოლომდე გადაწყვეტილი არაფერი იყო. საბოლოოდ, მასპინძლებმა მიზანს მიაღწიეს. თორნიკე შენგელიასთვის ეს იყო პირველი საშინაო მატჩი „ბარსას“ მაისურით.
ქართველმა კალათბურთელმა 30 წუთში 12 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. შენგელიამ 9-დან 4 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 2 სამქულიანი ააცილა.
„ბარსელონა“ 2 მოგებით და 1 წაგებით ევროლიგაში მეცხრე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 14 ოქტომბერს, სტუმრად „მაკაბის“ შეხვდება.