ფლორენ ტოვენი 6-წლიანი პაუზის შემდეგ საფრანგეთის ნაკრებში გოლით დაბრუნდა.
„ლანსის“ 33 წლის ფეხბურთელი დიდიე დეშამმა „მამლებში“ ბრედლი ბარკოლას ტრავმის შემდეგ იხმო და ალბათ, არც ნანობს. ტოვენი აზერბაიჯანთან მატჩის 83-ე წუთზე კილიან მბაპეს ნაცვლად შევიდა მოედანზე და ერთ წუთში გოლი გაიტანა.
ეს მისი მეორე გოლია ეროვნულ ნაკრებში (სულ მე-11 მატჩი ითამაშა). პირველი გოლი 2019 წლის 11 ივნისს, ანდორას გაუტანა. საინტერესო დამთხვევა? ტოვენმა ანდორასთან და აზერბაიჯანთან თითქმის იდენტური გოლები გაიტანა, ორივე შემთხვევაში ე.წ. ნახევრად მაკრატელა დარტყმით.
ფრანგ ფეხბურთელს ეროვნულ ნაკრებში მეტი არც გაუტანია, სულ ორი გოლია მის ანგარიშზე. თუმცა, 2018 წელს გუნდის 23-კაციან განაცხადშიც იყო და მსოფლიოს ჩემპიონია.