საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა კილიან მბაპეს ტრავმაზე კომენტარი გააკეთა.
კილიანი 83-ე წუთზე შეცვალეს, მისი დაზიანების სიმძიმე კი სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ უფრო დაზუსტდება:
„იგივე კოჭის პრობლემაა, რომელიც მას აწუხებდა. ტკივილი მცირდება, როდესაც ის ისვენებს. შევაფასებთ სიტუაციას, დისკომფორტი აქვს, რაც მისთვის იდეალური არაა“, - თქვა დეშამმა.
აღსანიშნავია, რომ AS-ის ინფორმაციით, ტრავმა სერიოზული არაა, მაგრამ ფრანგი ფეხბურთელი მადრიდში დაბრუნდა, სადაც "რეალის" ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრებმა აზერბაიჯანი 3:0 დაამარცხა, ხოლო კილიან მბაპემ ეროვნულ ნაკრებში 53-ე გოლი გაიტანა.