„ორლანდო მეჯიქმა“ NBA-ს პრესეზონის მორიგ მატჩში „ფილადელფია“ დიდი ანგარიშით, 128:98 დაამარცხა.
გოგა ბითაძეს თავის გამოსაჩენად 15 წუთი მიეცა და ეს დრო ნაყოფიერად გამოიყენა: ქართველმა ცენტრმა 11 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ბითაძემ 6-დან 5 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა.
„ორლანდო“ პრესეზონზე კიდევ ორ მატჩს ჩაატარებს: 13 ოქტომბერს „მაიამის“ ეთამაშება, ხოლო 17 ოქტომბერს - „ნიუ ორლეანს“.