კალათბურთი

13:41 | 11.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილის 7 ქულა "ბოსტონთან"

„ტორონტო რეპტორსმა“ NBA-ს პრესეზონის მორიგ მატჩში „ბოსტონ სელტიკსი“ დაძაბულ ბრძოლაში ბოლო წამებზე დაამარცხა - 107:105.

სანდრო მამუკელაშვილმა აღნიშნულ შეხვედრაში 21 წუთი ითამაშა. ხსენებულ დროში მან 7 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 2-დან 2 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 5 სამქულიანი ააცილა.

„ტორონტო“ მომდევნო ამხანაგურ მატჩს 12 ოქტომბერს, „ვაშინგტონთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.168731