აფრიკის ზონაში მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი საინტერესოდ მიმდინარეობს, განსკუთრებით, C ჯგუფში, სადაც შანსს ბოლო ტურის წინ სამი ნაკრები ინარჩუნებს.
ბენინი, სამხრეთ აფრიკა და ნიგერია. ბენინის ნაკრები ნამდვილი აღმოჩენაა, რომელიც ახლოსაა ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოპოვებასთან. 9 ტურის შემდეგ ბენინელები 17 ქულით ლიდერობენ ჯგუფს, 15 ქულა აქვს სამხრეთ აფრიკას და 14 ნიგერიას.
ყველაფერს ბოლო ტური გაარკვევს, როცა სამხრეთ აფრიკა რუანდას უმასპინძლებს, ხოლო ნიგერია და ბენინი ერთმანეთს შეხვდებიან. რეალურად, ნიგერიელთა შანსი ძალიან მცირეა, რადგან რომც მოიგოს, რუანდას იმედად უნდა იყოს.
ბოლო ტურის მატჩები 14 ოქტომბერს გაიმართება და გაირკვევა, ვინ დაიკავებს ჯგუფში პირველ ადგილს, რაც მუნდიალის საგზურის მომტანი იქნება.